უკრაინის პრეზიდენტი 30 ივნისს გერმანიის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულს შეხვდა. საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრები გერმანიის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებთანაც გამართა.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთვრამეტე პაკეტის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ამ პაკეტს უნგრეთის მთავრობაც დაუჭერს მხარს.
„მადლიერი ვართ თქვენ მიერ რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მხარდაჭერისთვის და ვიცი, რომ სხვა ევროპელი ლიდერებიც ძალიან ახლოს არიან ამ პაკეტის მხარდაჭერასთან. ასევე ვიცი, რომ ოფიციალურ ბუდაპეშტთან გარკვეული გაუგებრობებია და ჩვენც ჩვენი მხრივ მივმართავთ გერმანიას, როგორც ძლიერ ქვეყანასა და ევროპის ლიდერს. უნგრეთთან თქვენს დიალოგზე ვფიქრობ, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციების ეფექტიანობა მთელი ევროპის ინტერესებშია“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოფიციალური ბერლინი ცდილობს, უკრაინას იარაღის უფრო სწრაფად წარმოებაში დაეხმაროს, რაც კიევს საშუალებას მისცემს ომის დასასრულებლად წარმოებულ მოლაპარაკებებში უფრო ძლიერი პოზიცია ჰქონდეს.