სასკოლო კლუბების ასოციაციის ორგანიზებით პროექტის „მსოფლიოს თავისუფლების ქართული ხმები“ დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა. მასში მონაწილეობა მთელი საქართველოდან 14-მა საჯარო და კერძო სკოლამ მიიღო.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა წარადგინეს ვიდეორგოლები, რომლებშიც შერჩეული იყო საზოგადო მოღვაწეთა გამორჩეული გამონათქვამები თავისუფლებაზე, ლიბერალიზმსა და ქალთა უფლებებზე.
ღონისძიების ფარგლებში 5 საუკეთესო ვიდეორგოლი გამოვლინდა. პირველ ადგილზე ქალაქ რუსთავის N24 გიმნაზიის მოსწავლეები გავიდნენ. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სასკოლო კლუბების ასოციაციის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ელგა ბახტურიძემ და ქალაქ რუსთავის 24-ე გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლემ ლუკა ბაგაურმა ისაუბრეს.