მთავარიმსოფლიოევროპასამხრეთ ევროპაში ძლიერი სიცხეებია

სამხრეთ ევროპაში ძლიერი სიცხეებია

სამხრეთ ევროპაში ძლიერი სიცხეებია. საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და ესპანეთში მაღალი ტემპერატურის გამო ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის დასავლეთსა და სამხრეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსი ცელსიუსია. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, პარიზშიც უახლოეს დღეებში ტემპერატურა 37 გრადუსს მიაღწევს. უკვე გამოცხადებულია განგაშის ნარინჯისფერი დონე. მოქალაქეებს ურჩევენ, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.

ცხელი ამინდის გამო ხანძრის საშიშროება განსაკუთრებით პორტუგალიაშია, სადაც კვირას ქვეყნის ორი მესამედი მაღალი რისკის ზონად გამოცხადდა. ლისაბონში ტემპერატურა 42 გრადუსს ასცდა. მოსახლეობა ხსნის გზებს ეძებს: ზოგი ზღვასა და მდინარეებზე გასვლას ამჯობინებს, ზოგი კი ქალაქის შადრევნებში გრილდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს ურჩევს, დღის ცხელ საათებში ფიზიკური აქტივობა შეამცირონ და დიდი რაოდენობით მიიღონ წყალი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ტემპერატურების სიხშირე კლიმატის ცვლილებებით არის გამოწვეული. მსგავსი მოვლენები სამხრეთ ევროპაში სულ უფრო ხშირი ხდება.

ტურისტები მზისგან თავდაცვას ცდილობენ, ისინი წმინდა მარკოზის ბაზილიკაში შესასვლელად რიგში დგანან, ვენეცია, იტალია AP Photo/Luca Bruno

მაღალი ტემპერატურაა იტალიაშიც. 27 ქალაქიდან 17 უკვე წითელ ზონაში მოხვდა, სავარაუდოდ, ორშაბათს ეს მაჩვენებელი 21-ამდე გაიზრდება. სიცხეა თითქმის ყველა მთავარ ტურისტულ ქალაქში. რომში, მილანსა და ნეაპოლში ადგილობრივები და ტურისტები ქუჩებში ქოლგებით დადიან და შადრევნებს არ სცილდებიან. ნეაპოლის ქუჩებში ყველაზე მეტად ცივი ლიმონათი იყიდება.

მეტეოროლოგების თქმით, ევროპაში მაღალი ტემპერატურა მთელი ზაფხულის განმავლობაში შენარჩუნდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend