მთავარიაზიაისრაელინეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობები არსებობს

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობები არსებობს

დონალდ ტრამპი ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესისკენ მოუწოდებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც ამბობს, რომ არსებობს ფართო რეგიონული შესაძლებლობები. ეს კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლი შეწყდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით,  მათ ორი ამოცანა აქვთ შესასრულებელი: უნდა მოაგვარონ ღაზის საკითხი და დაამარცხონ „ჰამასი“.  თუმცა,  ამის გარდა, იხსნება ფართო რეგიონული შესაძლებლობებიც.

ღაზაში მყოფ პალესტინელებს აღარაფრის იმედი აღარ აქვთ. ისინი თვეების განმავლობაში იტანჯებიან და აღარ იციან,  ვის დაუჯერონ. ღაზის სექტორის ხალხმრავალ ბანაკებში მოთმინება დიდი ხნის წინ ამოეწურათ.

იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ომის დაწყების დღიდან ისრაელი ჰპირდება ხალხს, რომ ომს შეწყვეტს, თუ მძევლები გათავისუფლდებიან. პერიოდულად ზავისა და შეთანხმების შესახებაც განაცხადებენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ისრაელი არ ასრულებს პირობას.

ქალაქი ღაზა ისრაელის საჰაერო შეტევის შემდეგ, ღაზის სექტორი, 27 ივნისი, 2025 წელი Copyright Jehad Alshrafi/Copyright 2025 The AP. All rights reserved

როგორც ამბობენ, ნეთანიაჰუ შეერთებულ შტატებში ვიზიტს გეგმავს, რათა დონალდ ტრამპს შეხვდეს, ეს ნაბიჯი შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას შექმნის.  თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend