მთავარიამერიკააშშამერიკული სამხედრო ავიაცია მოდერნიზაციის მოლოდინში

ამერიკული სამხედრო ავიაცია მოდერნიზაციის მოლოდინში

ამერიკული ავიაცია უახლოეს მომავალში დიდი გადაიარაღების მოლოდინშია. პენტაგონში აცხადებენ, რომ მოდერნიზაცია შეეხება სტრატეგიულ ავიაციას, რომელიც ქვეყნის ბირთვული ტრიადისა და შორ მანძილზე მოქმედი  შეტევითი შესაძლებლობების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. ვაშინგტონში, სენატში გამართული მოსმენის დროს საჰაერო ძალების გენერლებმა თავდაცვის ქვეკომიტეტს განუცხადეს, რომ დეპარტამენტის 2026 წლის ბიუჯეტი პრიორიტეტს ანიჭებს განსაკუთრებით ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თავდაცვის გაძლიერებას, რადგან ამ რეგიონში აშშ მთავარ საფრთხედ ჩინეთს მიიჩნევს.

„საჰაერო ძალებს სჭირდებათ  ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების ფლოტის მოდერნიზაცია, ახალი სპეციალური საავიაციო საშუალებები. აუცილებელია  შორი მოქმედებისა და ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული შეიარაღება ბევრად მეტი რაოდენობით, ასევე თანამედროვე სატელიტური ტექნოლოგიები, გამძლე საკომუნიკაციო სისტემები და გაძლიერებული სადაზვერვო შესაძლებლობები, რათა შეაკავონ აგრესია და  უზრუნველყონ თავისუფლად მანევრირების შესაძლებლობა ხმელეთზე”, – აღნიშნა სენატორმა მიჩ მაკკონელმა.

ცნობილი ხდება, რომ მოდერნიზაცია ითვალისწინებს თანამედროვე ბომბდამშენებისა და შორ რადიუსზე მოქმედი შეიარაღების განვითარებას. ამჟამად აშშ-ის საჰაერო ძალებში რამდენიმე ძირითადი საფრენი აპარატი შედის. ესაა B-52H, B-2 Spirit, B-1B Lancer და B-21 Raider.  სწორედ ამ უკანასკნელზე ამახვილებს ყურადღებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი. გენერალი დევიდ ალვინი, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსია, სენატში მოსმენისას ყურადღებას ამახვილებდა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებსაც მოდერნიზაცია გულისხმობს – „ჩვენი მოდერნიზაცია ითვალისწინებს F-47-ის უწყვეტ განვითარებას. ის ასევე გულისხმობს F-35-ის და F-15-ის გაუმჯობესებას. ეს პლატფორმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი საბრძოლო ძალების კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებაში. ატომური მოდერნიზაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად, ფინანსური რესურსები მიმართულია Sentinel-ის პროგრამაზე, B-21 Raider- სა და B-52-ის ფლოტის რეაბილიტაციაზე. ეს სისტემები ათწლეულების განმავლობაში იქნება ჩვენი სტრატეგიული შეკავების საყრდენი“.

ბირთვული ტრიადის შესაძლებლობების გაუმჯობესება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. სენატში დასახელდა მინიმალური რაოდენობაც, რაც აშშ-ის საჰაერო ძალებს სჭირდებათ საჰაერო დომინანტობის შესანარჩუნებლად. თანხის მობილიზებაც ამ მიმართულებითაა დაგეგმილი.

„B-21 Raider ნამდვილად წარმოადგენს უახლესი თაობის ტექნოლოგიას. ის აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალშიც შევინარჩუნოთ საჰაერო უპირატესობა. ის მინიმუმ 100 ერთეული, რომლებზეც გენერალმა კოტონმა ისაუბრა, მიმდინარე საბაზისო პროგრამაშია. რაოდენობრივი უპირატესობაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომაც, როცა ვსაუბრობთ მინიმუმ 100 ერთეულზე, ჩვენ განვაგრძობთ შეფასებას, თუ რამდენი იქნება საჭირო იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს ოპერატიული მოთხოვნები და თუ ეს რაოდენობა უნდა გაიზარდოს, აუცილებლად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას“, – თქვა გენერალმა დევიდ ალვინმა.  აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან განსხვავებით, რუსეთს უფრო მეტი ფინანსური პრობლემა ექმნება უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციებით. რამდენიმე დღის წინ რუსეთის მმართველმა პუტინმა  პირველად განაცხადა ღიად, რომ  2026 წლისთვის თავდაცვის ხარჯების შემცირებას გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend