მთავარიმსოფლიოევროპარუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

ტყვედაყვანილი ჯარისკაცები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე გაათავისუფლეს. სამშობლოს დაუბრუნდნენ 25 წლამდე ასაკის ჯარისკაცები, ასევე ისინი, ვინც დაჭრილი იყო ან  ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.

გათავისუფლებულთა უმეტესობა სამ წელზე მეტი რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა. ბევრი მათგანი 2022 წელს მარიუპოლის დაცვის დროს დაატყვევეს.

უკრაინაში სამხედრო ტყვეებისა და დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრები საავადმყოფოს მახლობლად შეიკრიბნენ იმედით, რომ საყვარელ ადამიანებს იხილავდნენ ან მათ შესახებ ინფორმაციას მაინც მიიღებდნენ.

53 წლის სვეტლანა ნოსალის ქმარი, ვიქტორი, 38 თვის წინ მარიუპოლში დაატყვევეს.

„ნამდვილი ბედნიერებაა, როცა საყვარელ ადამიანს ეხუტები… როცა მას ხვდები. ეს დიდი სიხარულია. არ ვიცი, როგორ გადმოვცე ჩემი ემოცია – ეს დიდი ბედნიერებაა“ – განაცხადა უკრაინელი მებრძოლის მეუღლემ სვეტლანა ნოსალმა.

სამშობლოში დაბრუნებულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 24 წლისაა. იგი 21 წლის ასაკში მარიუპოლში აიყვანეს ტყვედ.

„ჩემი მეუღლე, მიკოლა  ზავაცკი,  თითქმის 18 თვის წინ დაიკარგა დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელ ბოგდანივკაში. რწმენას არ ვკარგავთ, მოუთმენლად ველით მას. გაცვლის ყოველი პროცესის დროს ჩამოვდივართ და ველით. გვჯერა, გვიყვარს, ვლოცულობთ – არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველა დაკარგული ჯარისკაცისთვის და მათთვისაც, ვინც ჩვენს სამშობლოს იცავს“, – განაცხადა უკრაინელი ჯარისკაცის, მიკოლა ზავაცკის, მეუღლე ტეტიანა ზავაცკამ.

რუსეთი და უკრაინა ტყვეთა გაცვლის შემდეგ ეტაპს უახლოეს პერიოდშიც გეგმავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend