მთავარიაზიაირანიევროპული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანის გამდიდრებული ურანი აშშ-ის თავდასხმების დროს არ დაზიანებულა

ევროპული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანის გამდიდრებული ურანი აშშ-ის თავდასხმების დროს არ დაზიანებულა

ბრიტანული მედია აცხადებს, რომ თეირანის გამდიდრებული ურანის მარაგი, როგორც ჩანს, არ დაზიანებულა შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ.

ფაინენშელ თაიმზმა“ ინფორმაცია გაავრცელა იმ ევროპელი ოფიციალური პირების მიერ მოწოდებული ცნობების საფუძველზე, რომლებსაც დაზვერვის წინასწარი მოკვლევის შედეგები წარედგინათ.

წყაროების მიხედვით, ევროპაში ვარაუდობენ, რომ ირანის თითქმის 410 კილოგრამი ურანი, რომელიც იარაღისთვის საჭირო დონეზე არის გამდიდრებული, არ განადგურებულა ვაშინგტონის თავდასხმების შედეგად. ფორდო ირანის ყველაზე მეტად დაცული ბირთვული ობიექტია, რომელიც მთის კალთის დაახლოებით 100 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და, როგორც ვარაუდობენ, სწორედ აქ არის ირანის ურანის საცავი. ევროპის დაზვერვის წინა მონაცემებით, ფორდოდან ურანი შეერთებული შტატების იერიშებამდე გაიტანეს.

თუმცა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფორდოდან ურანის მარაგი არ გაუტანიათ. ლევიტის თქმით, თეთრი სახლი ყურადღებით აკვირდება ვითარებას და დასძენს, რომ მსგავსი ქმედების არანაირი ნიშანი არ გამოკვეთილა.

ევროპული შეფასება, სავარაუდოდ, არ მოეწონება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაშინგტონის დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა გაანადგურა. ტრამპის განცხადებას ეთანხმება ისრაელის ეროვნული ბირთვული სააგენტო, თუმცა პენტაგონის სადაზვერვო სამსახურმა საკუთარ ანგარიშშიც დაადასტურა, რომ ზიანი მინიმალურია.

ტელევიზიით მიმართვისას, ირანის სასულიერო და სამხედრო ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ტრამპის განცხადებებს არ მიანიჭა მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ მისი შეფასება გაზვიადებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend