მუსიკალური აღზრდა

რას ცვლის ბავშვების ცხოვრებაში მუსიკა, შესაძლებელია თუ არა ისწავლო მუსიკა? რას და როგორ სწავლობენ ბავშვები მუსიკალურ სტუდიებში, და გვაქვს თუ არა ასეთი სტუდიები საქართველოში, მართლაც ხარისხიანი სტუდიები, რომელთაც ბავშვს მიანდობ.

რა თვისებები უყალიბდებათ ბავშვებს  სიმღერისა თუ ცეკვის სწავლის პროცესში? როგორ არის შესაძლებელი, დაეხმარო ბავშვს, სულ პატარა ასაკიდან მისწვდეს იმას, რაც მანამდე მიუღწეველი ეგონა… დაძლიოს აუდიტორიის შიში, მიეჩვიოს სცენას, ჩამოუყალიბდეს მუსიკალური გემოვნება.  და სულაც არ არის აუცილებელი, ამ ბავშვმა ხელოვნების რომელიმე სფერო თავის სამომავლო პროფესიად აქციოს. მთავარია, რომ იგი გემოვნებიანი მსმენელი იყოს და მუსიკა მისი ცხოვრების თანამდევი გახდეს. ასეთი სტუდია გახლავთ „ანა ბანა”.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სტუდია „ანა-ბანას” პედაგოგმა, მუსიკოსმა ნანა გვარმიანმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend