კატეგორიები

აღმოსავლეთ აშშ-ში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა

აღმოსავლეთ აშშ-ში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა

აღმოსავლეთ აშშ-ში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა. შეერთებული შტატების ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ჯონ კენედის აეროპორტში ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია.

მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა განსაკუთრებით აღმოსავლეთ რეგიონებში იგრძნობა.

სიცხეა ნიუ-იორკშიც. ამერიკის მოქალაქეები ცდილობენ, სახლიდან არ გავიდნენ.

ძლიერ სიცხეს ვარაუდობენ ბოსტონში, სადაც ამჟამად 38 გრადუსია, შესაძლოა, ივნისში ტემპერატურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდეს.

ზოგ რეგიონში ტემპერატურამ შეიძლება 40 გრადუს ცელსიუსსაც მიაღწიოს.

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ, მაღალი ტემპერატურის დროს თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას ვაშინგტონი გეგმავს, ისრაელს 40 000 მძლავრი ავიაბომბი გადასცეს
სხვა ამბები