მთავარიევროპაუკრაინარუსეთმა უკრაინას რუსი ჯარისკაცების ცხედრები გადასცა

რუსეთმა უკრაინას რუსი ჯარისკაცების ცხედრები გადასცა

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ცხედრების ნაწილი, რომლებიც მათ მოსკოვმა გადასცა, რუს ჯარისკაცებს ეკუთვნით. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს უკრაინამ დააიდენტიფიცირა სულ 20 რეპატრირებული ცხედარი, რომლებიც რეალურად რუსი ჯარისკაცები არიან.

„ეს არის ცინიზმის მწვერვალი. საუბარია ამ წლის რეპატრირებულ ჯარისკაცებზე, მათ რუსი სამხედროების  სხეულის ნაწილები გადმოგვცეს. ეს უკვე დადასტურებულია ასი პროცენტით“, – ამბობს იგორ კლიმენკო, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი.

კიევმა და მოსკოვმა 6000-6000 ათასი ცხედარი სტამბოლში გამართული პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ გაცვალეს. იგორ კლიმენკო ამბობს, რომ კიდევ ათასობით ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზას ერთი წელი დასჭირდება, რის შემდეგაც დაადასტურებენ, არიან თუ არა რეპატრირებულ ჯარისკაცებს შორის სხვა რუსი სამხედროებიც.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ახლა დავიწყეთ სამუშაოები, ჩემი პროგნოზით მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. როგორც ჩანს, რუსეთს არ სურს დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადოს. სწორედ ამიტომ ვხვდებით ათობით ასეთ შემთხვევას, შესაბამისი ანალიზების შემდეგ ყველა ინფორმაციას გავასაჯაროებთ, რომ მას გაეცნონ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ რუსეთის მოქალაქეებიც“, – ამბობს იგორ კლიმენკო, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი.

იგორ კლიმენკო ჰყვება, რომ ცხედრებს მუმიფიცირებულ ან ისეთ მდგომარეობაში იღებენ, რომ მათ ლპობა აქვთ დაწყებული. მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა ერთ ტომარაში ათობით სხვადასხვა ჯარისკაცის სხეულის ნაწილია მოთავსებული, რაც ართულებს ექსპერტიზის ჩატარებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend