კატეგორიები

ირანმა ისრაელის მიმართულებით ექვსი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ექვსი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
გამოცემა The Times of Israel ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა, რის გამოც ქვეყნის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, ირანმა ჯერ 2 რაკეტა გაუშვა, ხოლო შემდეგ – ოთხი. ერთ-ერთი რაკეტა ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ჩამოვარდა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

სარაკეტო იერიში მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები