მთავარიაზიაღაზაღაზა მასობრივი შიმშილის ზღვარზე

ღაზა მასობრივი შიმშილის ზღვარზე

ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება – ჰუმანიტარული კრიზისი კი დღითიდღე სულ უფრო მწვავდება. ბომბებს გადარჩენილი პალესტინელები საკვების მოძიებისას იღუპებიან. საკვების გარდა, ადგილზე მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება პირველადი საჭიროების ნივთებსა და მედიკამენტებზე.

„დღეს ღაზაში ადამიანები კვდებიან საჭმლის მოპოვებისას. არ არსებობს უსაფრთხო გზა, რომ ადამიანებმა მცირედი საკვები მოიპოვონ. პირადად შევხვდი დაჭრილებს „ნასერის საავადმყოფოში“, სადაც პაციენტებს დერეფნებში აწვენენ, რადგან ადგილები აღარ დარჩა. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. არ უნდა არსებობდეს მსხვერპლი იმის გამო, რომ ადამიანი სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსის მოპოვებას ცდილობს. გასულ თვეს, გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა, გადამწყვეტად ემოქმედათ, რათა ღაზაში გენოციდი არ დაწყებულიყო“,  – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა, ჯონათან უიტოლმა.

მისივე ცნობით, მხოლოდ ივნისში, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საკვების მოპოვებისას. მოქალაქეთა დიდი ნაწილი შიმშილისგან დაუძლურებულია. ისინი საავადმყოფოებში დაჭრილებთან ერთად გადაჰყავთ. მათ უკვე სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელმა უკვე მიმართა უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო თანამეგობრობას მყისიერი მოქმედებისკენ მოუწოდა. ისრაელი კი აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს ღაზაში და ჯერ არც ჰუმანიტარულ დახმარებაზე ბლოკადის სრულად მოხსნას გეგმავს.

ღაზაში არსებული ვითარება მთელ მსოფლიოში მასშტაბურ პროტესტს იწვევს – არაერთ ქვეყანაში გაიმართა საპროტესტო აქციები უმძიმეს კრიზისში მყოფი პალესტინელებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend