მთავარიაზიაირანი„რეჟიმი კოლაფსის პირასაა” - ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი

„რეჟიმი კოლაფსის პირასაა” – ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი

ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის, ვაჟი აცხადებს, რომ მზადაა, ირანი ხელმძღვანელობა ჩაიბაროს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გადასვლის პროცესი წარმართოს.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე საჰაერო იერიში მიიტანა, რეზა ფეჰლევიმ პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის თეოკრატიული რეჟიმი კოლაფსის პირასაა. თავად ფეჰლევმა ირანი 17 წლის ასაკში, 1979 წლის ისლამური რევოლუციის წინ დატოვა. ირანის საზღვრებს გარეთ მოქმედებს რამდენიმე მსხვილი ოპოზიციური ჯგუფიც, თუმცა ბუნდოვანია, თუ რამდენად დიდია მათდამი მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით.

„ეს ჩვენი ბერლინის კედლის მომენტია. თუმცა, როგორც ყველა დიდი ცვლილება, ისიც საფრთხესთანაა დაკავშირებული. ჩვენ გზაჯვარედინზე ვდგავართ, ერთი გზა სისხლისღვრისა და ქაოსისკენ მიდის, მეორე კი მშვიდობიანი და დემოკრატიული გარდამავალი პერიოდისკენ. ამ ორ გზას შორის განსხვავება მხოლოდ ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: მიეცემა თუ არა ირანის ამჟამინდელ რეჟიმს გადარჩენის უფლება.

დღეს აქ ვარ, რათა საკუთარი თავი ჩემს თანამემამულეებს გადავცე და ისინი მშვიდობისა და დემოკრატიული გარდამავალი პერიოდის გზაზე გავიყვანო. მე არ ვეძებ პოლიტიკურ ძალაუფლებას, არამედ ვცდილობ, დავეხმარო ჩვენს დიდებულ ერს ამ კრიტიკული მომენტის გადალახვაში – სტაბილურობის, თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ.

ამ რეჟიმს ყველაზე მეტად არა ისრაელის თავდასხმის ან აშშ-ის პასუხის, არამედ საკუთარი ხალხის ეშინია. ეს არის ის, რაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ – ამ ხალხს სურს თქვენთან, თავისუფალ სამყაროსთან ყოფნა და მათსა და თავისუფალ სამყაროს შორის ერთადერთი დაბრკოლება ეს რეჟიმია. ამიტომ ნუ შეგაშინებთ ის. ენდეთ ერს, რომელსაც სურს მშვიდობიანი ურთიერთობა სამეზობლოსთან, რომელიც არ ომობს ისრაელთან, ისინი არ ეომებიან არაბებს, არც ამერიკას. ომობს რეჟიმი. რეჟიმი 46 წელია სკანდირებს „სიკვდილი ისრაელს“ და „სიკვდილი ამერიკას“. ირანელი ხალხი ამბობს: ჩვენ მსოფლიოსთან მეგობრობა გვსურს“, – განაცხადა ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟმა რეზა ფეჰლევიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend