22 ივნისს აშშ-მა დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია “შუაღამის ურო”, რომლის ფარგლებშიც დაიბომბა ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი: ფორდოში, ნატანზსა და ესფაჰანში.
საპასუხოდ, ირანმა ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების რამდენიმე ტალღა გაუშვა, თუმცა უშუალოდ შეერთებული შტატების წინააღმდეგ თეირანს ნაბიჯი არ გადაუდგამს.
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ირანის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ “პროპორციული პასუხის დროს, ბუნებასა და მასშტაბს ირანის შეიარაღებული ძალები გადაწყვეტს”.
პარალელურად, ამერიკელი მაღალჩინოსნები ირანში რეჟიმის ცვლილების შესაძლო სცენარებზე საუბრობენ.
რა შედეგები მოჰყვება აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმას და როგორი იქნება რეგიონში აშშ-ის პარტნიორებისა თუ მოწინააღმდეგეების რეაქცია, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, თორნიკე შარაშენიძემ “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ისაუბრა.