მთავარიაზიაისრაელიმიწისქვეშა საავადმყოფოები და რამდენიმე წუთი თავშესაფრამდე - განგაშის ხმები ისრაელიდან

მიწისქვეშა საავადმყოფოები და რამდენიმე წუთი თავშესაფრამდე – განგაშის ხმები ისრაელიდან

ინტერვიუ მარიამ წულაისთან - ქართველი ანესთეზიოლოგი ისრაელიდან

უკვე რამდენიმე დღეა, ისრაელში ისმის განგაშის სიგნალის ხმები, რაც ირანიდან საჰაერო თავდასხმის მაუწყებელია. მათ ჩართვამდე 10 წუთით ადრე მოქალაქეებს შეტყობინებები მისდით სავარაუდო თავდასხმის შესახებ. ამ რამდენიმე წუთში მათ თავშესაფარში ჩასვლა უნდა მოასწრონ და იქ იქამდე უნდა დარჩნენ, სანამ შეტყობინებას არ მიიღებენ, რომ საფრთხე გადავლილია.

ისრაელში საავადმყოფოები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, რათა დღის ნებისმიერ მონაკვეთში პაციენტები მიიღონ. მაგალითად, ისრაელის ქალაქ ბათ-იამში ერთ-ერთი საავადმყოფო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მიწისქვეშ გადაიტანეს.

მარიამ წულაია ბათ-იამში, ვოლფსონის კლინიკაში ანესთეზიოლოგია, რომელსაც ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend