ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი ავიაიერიშების საპასუხოდ ირანმა რაკეტები გაუშვა კატარში მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზის მიმართულებით.
ვრცელდება კადრები კატარის დედაქალაქ დოჰიდან, სადაც ისმის აფეთქების ხმა.
„ირანმა დაიწყო ძლევამოსილი და გამარჯვების მომტანი პასუხის გაცემა აშშ-ს შეტევაზე“, – წერენ ირანული სახელმწიფო მედიები.
თავდასხმას უკვე გამოეხმაურა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც აცხადებენ, რომ ანტისარაკეტო სისტემებმა წარმატებით გაანეიტრალეს ირანის მიერ გაშვებული რაკეტები.
The State of Qatar strongly condemns the attack that targeted Al-Udeid Air Base by the Iranian Revolutionary Guard. We consider this a flagrant violation of the sovereignty of the State of Qatar, its airspace, international law, and the United Nations Charter. We affirm that…
— د. ماجد محمد الأنصاري Dr. Majed Al Ansari (@majedalansari) June 23, 2025
„ამ თავდასხმას მივიჩნევთ კატარის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი საჰაერო სივრცის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევად. კატარი იტოვებს უფლებას პირდაპირი და თანაზომადი პასუხი გასცეს ამ თავხედურ აგრესიას, მისი ბუნებისა და მასშტაბის შესაბამისად”, – წერს უწყება პლატფორმა X-ზე.
ვიდრე ირანი იერიშს მიიტანდა კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, კატარმა გამოაცხადა საჰაერო სივრცის დროებით ჩაკეტვის შესახებ. მანამდე კი აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ თავიანთ მოქალაქეებს კატარის დატოვებისკენ მოუწოდეს.