ერთობლივი კონცერტი

20 ივნისს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის “აუდიტორიაში” გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრისა და აღიარებული პოლონელი მუსიკოსების ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

ორკესტრს ცნობილი პოლონელი მაესტრო – პაველ კოტლა დირიჟორობდა. ღონისძიება პოლონეთის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის დასრულებას ეძღვნებოდა. რეპერტუარი როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე პოლონურ კომპოზიციებს მოიცავდა, რაც სიმბოლურად ასახავდა პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ კავშირებსა და საერთო ღირებულებებს.

ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ისაუბრეს საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალმა და მევიოლინე მილენა ჯალალბეკოვამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend