მთავარიაზიაირანიირანი აშშ-ს „დიპლომატიის ღალატში“ ადანაშაულებს

ირანი აშშ-ს „დიპლომატიის ღალატში“ ადანაშაულებს

ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც აშშ-ს „დიპლომატიის ღალატში“ ადანაშაულებს.

„აშშ-ის რეჟიმის აგრესიის დასაგმობად“ თეირანი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის „დაუყოვნებლივ მოწვევისკენ“ მოუწოდებს.

„მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, სწორედ აშშ-მა უღალატა დიპლომატიას. მათ ისრაელის უკანონო, გენოციდურ რეჟიმს კონფლიქტის გამწვავებისკენ უბიძგეს, ახლა კი სახიფათო ომი დაიწყეს ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ…

ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმამ აშკარა გახადა: ამერიკული პოლიტიკა და მმართველობა სიონისტური კარტელის კორუმპირებული და დანაშაულებრივი კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ირანის ისლამური რესპუბლიკა ახსენებს გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას, გაეროს გენერალურ მდივანს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და სხვა კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანოებს მათ ვალდებულებას, მიიღონ საპასუხო ზომები ამ უკანონობაზე. ხაზს ვუსვამთ, რომ ამ აგრესიაზე დუმილი მთელ მსოფლიოს უპრეცედენტო საფრთხის წინაშე დააყენებს.

როგორც გაეროს ერთ-ერთი ფუძემდებელი ქვეყანა, ირანის ისლამური რესპუბლიკა მოელის, რომ ორგანიზაცია და მისი წევრები, ამ კრიტიკულ მომენტში, როცა აშშ ღიად არღვევს საერთაშორისო სამართალს, შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს. მოვუწოდებთ გაეროს უშიშროების საბჭოს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს საგანგებო სხდომა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის რეჟიმის აგრესიის დასაგმობად“, – წერია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, მოსკოვი, რუსეთი, 18 აპრილი, 2025 წელი Copyright Tatyana Makeyeva/Pool Photo via AP

მანამდე პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ. მან აშშ გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა.

„ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით აშშ-მა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, უხეშად დაარღვია გაეროს ქარტია, საერთაშორისო სამართალი და ხელშეკრულება „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.

დღეს დილით განვითარებული მოვლენები აღმაშფოთებელია და მათ ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება. გაეროს ყველა წევრმა სახელმწიფომ ეს უკიდურესად სახიფათო, უკანონო და კრიმინალური ქცევა სერიოზულად უნდა აღიქვას.

გაეროს ქარტიის შესაბამისი მუხლების თანახმად, ირანი იტოვებს ყველა საჭირო საშუალებასა და უფლებას საკუთარი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად“, – დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პლატფორმა X-ზე.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend