კატეგორიები

ზურაბ ფორჩხიძე 90

ზურაბ ფორჩხიძე 90
ეროვნული გალერეა მხატვარ-გრაფიკოსის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ზურაბ ფორჩხიძის საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენის გახსნასთან ერთად, დღეს მხატვრის საიუბილეო ალბომის პრეზენტაციაც გაიმართა.

ზურაბ ფორჩხიძე 1960-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა. იგი თანამშრომლობდა თავისი დროის არაერთ პოპულარულ ჟურნალთან, იყო გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნების“ მხატვრული რედაქტორი, გააფორმა ასზე მეტი მხატვრულ-ლიტერატურული და სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა.

ზურაბ ფორჩხიძის შემოქმედება, კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურული ნაწარმოებების გაფორმებასთან ერთად, საბავშვო ლიტერატურასაც უკავშირდება. მხატვარს შექმნილი აქვს ნამუშევრები როგორც ქართული ისე მსოფლიო – დასავლური და აღმოსავლური ლიტერატურული ნაწარმოებებისთვის. ზურაბ ფორჩხიძის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში 3 აგვისტომდე დარჩება.

Related news
ლუვრის მუზეუმის დირექტორად კრისტოფ ლერიბო დაინიშნა კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
სხვა ამბები