თბილისი ფოტო ფესტივალი დაიწყო. წელს პირველი საერთაშორისო ფოტო ფესტივალი საქართველოში 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. მნიშვნელოვანი თარიღია თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმისთვისაც, რომელიც 5 წელია თანამედროვე გამოსახულებაზე მუშაობს.
ამ ორ თარიღს ფესტივალი და მუზეუმი სპეციალური პროგრამით აღნიშნავს – პროგრამით, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და ძველ ფოტო სააგენტოსთან – Magnum Photos – კოლაბორაციით შეიქმნა.
როგორ ვითარდება ქართული ფოტოგრაფია, როგორ ისახება თანამედროვე გამოწვევები გამოსახულებაზე და დოკუმენტური გამოსახულება როგორც სამყაროზე დაკვირვებისა და მისი გააზრების მძლავრი მედიუმი – ნესტან ნიჟარაძე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის სამხატვრო დირექტორი საუბრობს ევრონიუს ჯორჯიას ეთერში.