კატეგორიები

ტრამპმა დაამტკიცა ირანზე თავდასხმის გეგმები, თუმცა ბრძანება არ გაუცია

ტრამპმა დაამტკიცა ირანზე თავდასხმის გეგმები, თუმცა ბრძანება არ გაუცია
როგორც ამბობენ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა ირანზე თავდასხმის გეგმები, მაგრამ საბოლოო ბრძანებების გაცემისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

ამერიკულ მედიასაშუალება The Wall Street Journal-თან საუბრისას ტრამპის უფროსი თანაშემწე ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თავდასხმების ნებართვას არ გასცემს იმ შემთხვევაში, თუ ირანი უკან დაიხევს.

ისრაელ – ირანის კონფლიქტის ფონზე, ტრამპმა არაერთხელ მოუწოდა ირანს, უპირობოდ დანებდეს და უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე.

კონფლიქტმა, რომელიც უკვე მეშვიდე დღეა მიმდინარეობს, ათობით ისრაელელის და ასობით ირანელის სიცოცხლე შეიწირა.

ოთხშაბათს, კითხვაზე – გეგმავს თუ არა ვაშინგტონი ირანზე თავდასხმას ტრამპმა უპასუხა: „შეიძლება გავაკეთო ეს, შეიძლება არა“ –  ტრამპმა ისიც კი თქვა, რომ აშშ-ის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა არ არის გამორიცხული.

დაკავშირებული ამბები
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ უფლებადამცველს მიენიჭა გერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მედიცინის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიიღეს
სხვა ამბები