მთავარიევროპარუსეთი„რუსეთი უკრაინის მშვდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმის” - ვლადიმერ პუტინი

„რუსეთი უკრაინის მშვდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმის” – ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას თავს არასდროს ესხმის და ის მხოლოდ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას უტევს.

მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპის პოპულარული გზავნილი გაიმეორა და თქვა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა არ დაწყებულიყო.

„ჩვენ უკრაინის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ ქარხნებს დავარტყით და არა იმ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინას ჰყავდეს შეიარაღებული ძალები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციას და მის ხალხს. თუ ჩვენ ვერ მოვილაპარაკებთ მშვიდობიანად, მაშინ ჩვენს მიზნებს სამხედრო გზით მივაღწევთ. ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი შესაძლოა, მართლაც არ დაწყებულიყო. მე ნამდვილად ვხედავ ამას. ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ წარმართავს მოლაპარაკებებს. მე შეხვედრისთვისაც კი მზად ვარ. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რაიმე სახის საბოლოო ეტაპი იქნება. მინდა, რომ უსასრულოდ არ ვისხდეთ და ამ ყველაფერს საბოლოო წერტილი დავუსვათ“,  – ამბობს ვლადიმერ პუტინი.

პუტინი იმასაც ამბობს, რომ NATO-ს ქვეყნების სწრაფვა თავდაცვის გაძლიერებაზე უსაფუძვლოა და რომ დასავლეთს რუსეთისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„თუ NATO-ს ქვეყნებს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა კიდევ უფრო სურთ, ეს მათი საქმეა. თუმცა, ეს არავისთვის იქნება სასარგებლო. რა თქმა უნდა, ეს დამატებით რისკებს შექმნის. თუმცა, ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ არის, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მჯერა, რომ ეს აბსოლუტურად ირაციონალური და უაზროა. ჩვენგან არანაირი მუქარა არ მოდის. ეს ყველაფერი სისულელეა“,- აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend