მთავარიამერიკააშშდაპირისპირება დონალდ ტრამპსა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო საბჭოს ხელმძღვანელს შორის

დაპირისპირება დონალდ ტრამპსა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო საბჭოს ხელმძღვანელს შორის

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო საბჭოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები ზედიზედ მეოთხედ, უცვლელად რჩება. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ მოუწოდა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარეს, ჯერომ პაუელს, განაკვეთები შეამციროს. ამ მოთხოვნას თავად ტრამპი ეკონომიკის გაძლიერების აუცილებლობით ხსნის.

„ჩვენი მიზნების მხარდასაჭერად, დღეს  ღია ბაზრის ფედერალურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი საპროცენტო განაკვეთი უცვლელი დავტოვოთ. ჩვენ გვჯერა, რომ მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული ამჟამინდელი მიდგომები სწორია. ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ დროულად ვუპასუხოთ პოტენციურ ეკონომიკურ რისკებს“, – აცხადებს, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო საბჭოს თავმჯდომარე ჯერომ პაუელი.

პაუელი ამბობს, რომ განაკვეთების შენარჩუნების გადაწყვეტილება ფედერალურ სააგენტოს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს, თუ რა გავლენა ექნება ტრამპის გლობალურ ტარიფებს ეკონომიკაზე.

„ყველა ვისაც პროგნოზის გაკეთება შეუძლია, ნებისმიერს ვინც თავის საქმის პროფესიონალია, ვისაც გააჩნია შესაბამისი ინფორმაცია და ამ ინფორმაციის გაანალიზების უნარი, იტყვის რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია ინფლაციის მნიშვნელოვანი ზრდა, რადგან – ვიღაცამ უნდა გადაიხადოს ამ ტარიფების ფასი“, – ამბობს, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო საბჭოს თავმჯდომარე ჯერომ პაუელი.

ამას კი წინ უსწრებდა დონალდ ტრმაპის განცხადება, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ პაუელი განაკვეთებს არ შეამცირებდა. მან ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პაუელი მის წინააღმდეგ მოქმედებს.

„ფაქტობრივად, ფედერალურ სარეზერვო სისტემაში სულელი გვყავს. ის ალბათ დღეს არ შეამცირებს განაკვეთებს. ევროპამ ეს ათჯერ გააკეთა, ჩვენ კი – არცერთხელ. და ვფიქრობ, რომ პაუელსს ის პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომელიც ქვეყანას დიდ ზიანს აყენებს. ვფიქრობ, რომ ვძულვარ, მაგრამ არაუშავს. ასეც უნდა იყოს. რას არ ვუწოდებ, რომ რაღაცის გაკეთება მაინც შეძლოს“,  – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ფედერალური რეზერვის პროგნოზით ინფლაცია, რომელიც ამჟამად დაახლოებით 2.1%-ია, წლის ბოლომდე 3%-მდე გაიზრდება. ისინი ასევე ელიან უმუშევრობის ზრდას შეერთებულ შტატებში. ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა, პაუელმა აღნიშნა, რომ პროგნოზების მიუხედავად, ფედერალური რეზერვის წარმომადგენლები წელს განაკვეთის ორჯერ შემცირებას ელიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend