მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარისაბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფესტივალი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფესტივალი

20 ივნისს, 17:00-დან 20:00 საათამდე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფესტივალს გამართავს.

ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წარმომადგენლები ღონისძიების სტუმრებს შესთავაზებენ პრაქტიკულ ექსპერიმენტებს, ინტერაქტიურ გამოფენებსა და შემეცნებით აქტივობებს, მაგალითად, ცოცხალ ორგანიზმებზე მიკროსკოპით დაკვირვებას, ჰერბარიუმში დაცული იშვიათი მცენარეების ნახვას, ქიმიური რეაქციის ჩატარებას ან ახალი ტექნოლოგიების გაცნობას, რომლებსაც მეცნიერები კვლევის პროცესში იყენებენ.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, მკვლევარმა თინათინ ჩხარტიშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend