მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას მსოფლიო ლიდერებს სთხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას მსოფლიო ლიდერებს სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ აშშ-ისა და ევროპის ერთობის შესანარჩუნებლად და განმარტა, რომ მზადაა შეიძინოს თავდაცვის პაკეტი ამერიკისგან.

ზელენსკიმ ასევე მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინელი ბავშვების გაცვლას რუს ტყვეებში. ზელენსკი ამას „შეურაცხყოფად და სიგიჟედ” აფასებს.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა დავასრულოთ ეს ომი. ნაბიჯები ყველასთვის გასაგებია: ჯერ ცეცხლის სრული და უპირობო  შეწყვეტა, შემდეგ რეალური დიპლომატია,  საბოლოოდ კი გარანტირებული და ხანგრძლივი უსაფრთხოება. დღეს ეს ყველაფერი არ გვაქვს სწორედ რუსეთის გამო. ამიტომაც საჭიროა ძლიერი ზეწოლა მოსკოვზე — რეალური ზეწოლა, რომელიც შეაჩერებს სიკვდილსა და დანაკარგს. იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა გვექნება. ევროპაც უნდა დაფიქრდეს იმ სიტყვებზე, რომლებიც ბორის პისტორიუსმა (გერმანიის თავდაცვის მინისტრმა) წარმოთქვა. ამერიკასა და ევროპას შორის კავშირი არ უნდა გაწყდეს.

ეს კავშირი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ის ყველასთვის უსაფრთხოების გარანტიაა, განსაკუთრებით რუსეთის საფრთხის პირობებშიც. რაც შეეხება ბავშვების გაცვლას,  ისინი არა არიან ტყვეები. რუსების შემოთავაზება, რომ დავაბრუნოთ სამხედროები და ისინი ბავშვებს გადმოგვცემენ,  მიუღებელია, ეს გაუგებარია. ეს შემოთავაზება სცილდება როგორც სამართალს, ისე ზნეობრივ საზღვრებს. აუცილებელია ამ ბავშვების დაბრუნება და ამისთვის საჭიროა დიპლომატიური ჩართულობა, ორმხრივი მოლაპარაკებები და საერთაშორისო ძალისხმევა. ათასობით ბავშვია გატაცებული. ამისთვის თანაგრძნობაა საჭირო“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend