კატეგორიები

ტრამპი: „ვაშინგტონში ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე სამუშაოდ არ ვბრუნდები”

ტრამპი: „ვაშინგტონში ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე სამუშაოდ არ ვბრუნდები”

დიდი შვიდეულის სამიტის დატოვების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე განცხადება გაავრცელა:

„საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც ყურადღების მიქცევას ცდილობს, შეცდომით განაცხადა, რომ მე კანადაში დიდი შვიდეულის სამიტი დავტოვე, რათა ვაშინგტონში დავბრუნებულიყავი და ისრაელსა და ირანს შორის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმებაზე მემუშავა. ცდება! მას წარმოდგენა არ აქვს, რატომ მივდივარ ვაშინგტონში და ამას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ცეცხლის შეწყვეტასთან. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდება. განზრახ თუ უნებლიეთ, ემანუელი ყოველთვის ცდება. დაგველოდეთ!“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს ხელი უნდა მოეწერა იმ შეთანხმებისთვის, რომელიც მას ვაშინგტონმა შესთავაზა და ამაზე უარის თქმით ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა. ახლა კი თეირანი ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.

დაკავშირებული ამბები
აშშ კუბას ორმხრივ ურთიერთობებში „სრულიად ახალი გზის“ მშენებლობას სთავაზობს „ეს როტაციის გადავადებაა“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან 4000 სამხედროს გაყვანაზე
სხვა ამბები