14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე, გურჯაანში, ქართველი კინომსახიობის სახლ-მუზეუმში პრემია „ელისოს“ დაჯილდოება მეორედ გაიმართა.
ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამარჯვებულები ექვს კატეგორიაში დაასახელა.
წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2024 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები. გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა.
პრემია „ელისო“ ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტია, რომლის მთავარი მიზანიც ხელოვნების, განსაკუთრებით კი, კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პრემია “ელისოს” შესახებ ნატო ვაჩნაძის ფონდის დირექტორმა ნატალია ჯუღელმა ისაუბრა.