მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზში აორონავტიკის უდიდესი  ღონისძიება, „პარიზის ავიაშოუ“ დაიწყო

პარიზში აორონავტიკის უდიდესი  ღონისძიება, „პარიზის ავიაშოუ“ დაიწყო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აორონავტიკის უდიდესი  ღონისძიება, „პარიზის ავიაშოუ“ დაიწყო, რომელზეც 48 ქვეყნიდან 2400 წარმომადგენელი გამოვა და, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, 300 000 ვიზიტორი დაესწრება. 

წელს მხოლოდ საბრძოლო თვითმფრინავები და გამანადგურებლები არ მიიქცევს საზოგადოების ყურადღებას.

თანამედროვე ომის წესებს დრონები და ხელოვნური ინტელექტი ცვლის. ირანსა და ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობისა და ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მეოთხე წლის ფონზე, ევროპა სწრაფად ცდილობს გადაიარაღებას. იტალიური კომპანია „ლეონარდოსა“ და თურქული „ბაიკარის“ წარმომადგენლებმა  ერთობლივი პროექტის შესახებ განაცხადეს, რომელიც შემდეგი თაობის დრონების შემუშავებასა და წარმოებას ითვალისწინებს.

კომპანია „ლეონარდოს“ აღმასრულებელი დირექტორი რობერტო ჩინგოლანი ამბობს, რომ უპილოტო სისტემების მხრივ, ევროპა საკმაოდ ჩამორჩა სხვებს, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა,  მიზანი უნდა იყოს ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა სხვადასხვა მისიის გათვალისწინებით, პლატფორმების, დატვირთვისა და აფრენის გზების შესაძლებლობების შემუშავებითა და შემდგომში მათი ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსთვის შეთავაზებით. მისი თქმით,  ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში.

უკრაინიდან მიღებული საბრძოლო გამოცდილება მთლიანად ცვლის არსებულ სტრატეგიებს. ევროპას სწრაფი და იაფი წარმოებისთვის სრული დამოუკიდებლობის მიღწევა სურს.

აერონავტიკისა და თავდაცვის კონსულტანტი ხავიერ ტიტელმანი ამბობს, რომ იტალიურ-თურქული ინდუსტრიული თანამშრომლობა არ არის სიახლე და ის, რომ დრონების 100 პროცენტი ევროპაში იქნება წარმოებული, და აქ გათვალისწინებული იქნება თურქეთის გამოცდილება, ინდუსტრიალიზაცია და ასევე იტალიური ხარისხი, ძალიან კარგი რამ არის ევროპული თავდაცვისთვის.

იმ დროს, როდესაც დრონები თანამედროვე ომის ფორმატს ცვლის, ევროპა, ფაქტობრივად,  რბოლაშია ჩართული, რომ  სხვებს არ ჩამორჩეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend