მთავარიმსოფლიო„დაუყოვნებლივ დატოვეთ თეირანი!” - ისრაელი და აშშ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

„დაუყოვნებლივ დატოვეთ თეირანი!” – ისრაელი და აშშ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სამშაბათს თეირანის მაცხოვრებლებს დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდა, ეს კიდევ ერთი გაფრთხილებაა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებების სერიას მოჰყვა.

„ირანს ხელი უნდა მოეწერა იმ შეთანხმებისთვის, რომელზეც მე ვუთხარი. მარტივად რომ ვთქვათ, ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს არაერთხელ ვთქვი! ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თეირანი“, – დაწერა მან Truth Social-ზე.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა გაიმეორა გზავნილი, რომ „ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, ამასთან ერთად, უარყო ინფორმაცია, რომ ის თეირანს ცეცხლის შეწყვეტის მიზნით დაუკავშირდა და დასძინა: „თუ მათ საუბარი სურთ, იციან, როგორ დამიკავშირდნენ. მათ უნდა მიეღოთ ის შეთანხმება, რომელიც მაგიდაზე იყო – ეს ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენდა!!!“

მსგავსი შეტყობინებების ტალღა მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ორშაბათს დილით ადრე დატოვა დიდი შვიდეულის შეხვედრა, მოგვიანებით კი ტრამპმა უარყო ინფორმაცია, რომ მან ეს ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემუშავების მიზნით გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი წასვლის მიზეზი „ბევრად უფრო დიდი“ იყო და არ იყო დაკავშირებული ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ მცდელობასთან.

უკვე მეხუთე დღეა გრძელდება ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ირანსა და ისრაელს შორის. ორშაბათს ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-ს განუცხადა, რომ ის არ გამორიცხავდა ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობას. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს „კონფლიქტის ესკალაციას კი არა, მის დასრულებას გამოიწვევს“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend