მზე ანათებს, ჩიტები ჭიკჭიკებენ, გააფთრებული ზომბები კი სწრაფად გვიახლოვდებიან… ჩვენ კი კვლავ გიწვევთ კულტურული დღის წესრიგის გასაცნობად.
ყურადღების ცენტრში დენი ბოილის ფილმი „28 წლის შემდეგ“ მოექცა. მის პრემიერას ყველა მოუთმენლად ელოდა. ფილმი აიფონით არის გადაღებული და მოგვითხრობს გადარჩენილი ამერიკელების ჯგუფზე. ისინი მიდიან ბრიტანეთის კუნძულების ტერიტორიაზე, რომელიც მომაკვდინებელმა ვირუსმა დააცარიელა.
თუმცა ყველაფერი აქ, ასეთ სევდიან ნოტაზე არ მთავრდება! წარმოგიდგენთ ამერიკული პოპროკ Haim-ის ახალ ალბომს. ასევე საინტერესო სიახლე ისაა, რომ „ეფლ ტვ პლიუსზე“ სერიალიThe Buccaneers-სი მეორე სეზონით ბრუნდება.
როგორც ყოველთვის, უახლესი ინფორმაციის მისაღებად და საინტერესო თემების სიღრმისეულად განსახილველად აუცილებლად გაეცანით ჩვენს კულტურულ მიმოხილვას. თუმცა ამჯერად ყურადღებას ბოლოდროინდელ ამბავზე გავამახვილებთ, კერძოდ კი იმაზე, რომ საფრანგეთის სკოლებში ბრიტანულ მინი-სერიალს „მოზარდობას“ აჩვენებენ.
გამოფენები
იზაბელ კოიშეტის კოლაჟები
ისაბელ კოიშეტი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი თანამედროვე კინორეჟისორია, რომელმაც რეკორდული რაოდენობის, გოიას ცხრა პრემია მოიპოვა. პერსონაჟებზე ორიენტირებული სრულმეტრაჟიანი ფილმებიდან დაწყებული საზოგადოებრივ საკითხებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმებით დამთავრებული, მისი ნამუშევრები ნამდვილად მრავალფეროვანია.
აქ ოსტატურად არის წარმოჩენილი ფარული სამყარო. ახლა კი კოიშეტის კოლაჟი საშუალებას გვაძლევს, გავეცნოთ მის შემოქმედებით პროცესს. გამოფენა ესპანეთის დედაქალაქში, კერძოდ, თისენ-ბორნემისას ეროვნული მუზეუმში, მიმდინარე წლის 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სვირინგები: ხმელთაშუა ზღვის ისტორიები
მარსელის მუზეუმი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ტატუირების საინტერესო ისტორიასა და ევოლუციას წარმოგვიდგენს. სვირინგები წარმოიშვა ძველ ეგვიპტეში, სირიასა და კიკლადის კუნძულებზე და დღესაც არ კარგავს აქტუალობას. იდენტობის, რელიგიის, სტატუსისა თუ კულტურის აღმნიშვნელი სიმბოლო – სვირინგები დღესაც გამოხატავს ჩვენს ღირებულებებსა და სოციალურ გარემოს. გამოფენა მარსელის მუზეუმში 28 სექტემბრამდე გაიმართება.
იოშიტომო ნარა
ლონდონში ჰეივარდის გალერეაში მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე კი იაპონელი მხატვრისა და ხელოვანის, იოშიტომო ნარას ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. მან პოპულარობა 90-იანი წლების ბოლოდან მოიპოვა, თუმცა დღემდე იზიდავს საზოგადოებას მისი უცნაური ესთეტიკა, რომელიც სავსეა ბავშვური სიცელქით, ქაოსითა და უსიამოვნებებითაც კი. ეს უახლესი გამოფენა გუგენჰაიმის, ბილბაოსა და ფრიდერ ბურდას მუზეუმში მოწყობილი გამოფენების გაფართოებული ვერსიაა. ასევე დამატებულია ახალი ნახატები და სკულპტურული ნამუშევრები.
ბარბარა კრუგერი
ესპანეთის ქალაქი ბილბაო წარმოგიდგენთ კიდევ ერთ გამოფენას, რომელიც ენის ძალას ეძღვნება. კონცეპტუალური მხატვრის, ბარბარა კრუგერის, მიერ შექმნილი თამამი ვიზუალური გრაფიკა ორმოცდაათ წელზე მეტია საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. აქ მონოქრომატული სიტყვებით სავსე სივრცეები ბეჭდური ჟურნალის გვერდებს ჰგავს, რომლებიც გვიბიძგებს, ხელახლა დავფიქრდეთ კონსუმერიზმის, პოლიტიკის, იდენტობისა და სექსუალობის შესახებ. გამოფენა გუგენჰაიმის მუზეუმში 19 ივნისიდან 9 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
ფილმები
„28 წლის შემდეგ“
მხოლოდ რამდენიმე ფილმმა იმოქმედა კოლექტიურ ცნობიერებაზე. ასეთია 2002 წლის ფილმი “28 დღის შემდეგ”. ფილმის მეორე ნაწილი და გაგრძელება 2007 წელს გამოვიდა. მიუხედავად ზომბების სისწრაფისა, ჩვენამდე მოსასვლელად მათ მაინც დიდი დრო დასჭირდათ.
მოქმედება ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიაში სასიკვდილო ვირუსის გაჟონვიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ ვითარდება. „28 წლის შემდეგ“ მოგვითხრობს გადარჩენილი ამერიკელების ჯგუფზე, რომელიც ბრიტანეთის კუნძულების ტერიტორიაზე მოგზაურობს, უფრო სწორად იმ ადგილებში, რომლებიც ამ ტერიტორიებიდან დარჩა.
მთავარ როლებს ჯოდი კომერი, აარონ ტეილორ-ჯონსონი და რეიფ ფაინზი ასრულებენ. ცნობისათვის, ფილმი მთლიანად აიფონ 15-ით არის გადაღებული. დენი ბოილის ახალი ფილმის პრემიერა ევროპულ კინოთეატრებში 20 ივნისს გაიმართება.
სერიალები
The Buccaneers (Season 2)
თუ ძველი დრო და კორსეტებში გამოწყობილი გოგოების ძალა გიზიდავთ, გადახედეთ „ბაკანირსების’ ახალ სეზონს. ედით უორტონის ბოლო რომანის მიხედვით შექმნილი სიუჟეტი მოგვითხრობს მდიდარ ამერიკელ ქალებზე, რომლებიც ლონდონში ქმრების საძებნელად მიემგზავრებიან. მათ მოგზაურობას მრავალი დრამა და დილემა ართულებს. წელსაც იქიდან გავაგრძელებთ, სადაც გავჩერდით.
თქვენ გელით სასიყვარულო სამკუთხედი, განქორწინებები და ბევრი საინტერესო რამ. სერიალის მეორე სეზონის ნახვა მაყურებელს „ეფლ ტვ პლიუსზე“ 18 ივნისიდან შეეძლება.
მუსიკა
Haim: I Quit
2020 წლის „Women in Music Pt. III“-ის შემდეგ დები ესტე, დანიელი და ალანა კვლავ ერთიანდებიან თავიანთი დიდი ხნის ნანატრი მეოთხე ალბომისთვის. სამი წლის განმავლობაში შექმნილ ალბომში შესული ზოგიერთი სიმღერა ვოკალისტ დანიელის ხანგრძლივი ურთიერთობის ნგრევასა და საკუთარი თავის აღორძინების თემებს ეხება. სხვა სიმღერების შესახებ ჯერჯერობით კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია, თუმცა ცნობილია, რომ მასში დამაინტრიგებელი სინგლი „Relationships“-იცაა შესული.