მთავარიევროპაუკრაინარუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის მორიგი რაუნდი გაიმართა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის მორიგი რაუნდი გაიმართა

სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა და უკრაინამ   გუშინ გასული კვირის განმავლობაში უკვე მეოთხედ გაცვალეს სამხედრო ტყვეები. არც ერთ ქვეყანას გათავისუფლებულთა ზუსტი რაოდენობა არ გაუმხელია.

როგორც ცნობილია, ტყვეთა გაცვლის პირველი რაუნდი 9 ივნისს გაიმართა. პროცესს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დადებითად შეაფასა  მორიგი რაუნდი.

„დღეს კიდევ ერთი გაცვლა შედგა, ამ კვირაში ეს  უკვე მეოთხეა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიჭები სახლში დავაბრუნეთ. ამჯერად მოვახერხეთ ჩვენი ოფიცრების – არმიის ოფიცრებისა და მესაზღვრეების დაბრუნება. ასევე გათავისუფლდნენ ჯარისკაცები და სერჟანტები. ბევრი მათგანი ტყვეობაში 2022 წლიდან  იმყოფება. აქ არიან ასევე მარიუპოლის, აზოვსტალის დამცველები და ბიჭები სხვა საბრძოლო ოპერაციების ზონებიდან. ისინი უკვე სახლში, უკრაინაში, არიან“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ გათავისუფლებული პატიმრები უმძიმეს მდგომარეობაში არიან.  ტყვეობის მკაცრი პირობებისა და რუსეთში მიღებული დაზიანებების შემდეგ ისინი იღებენ  ყველა საჭირო დახმარებას.

ზელენსკის თქმით, ისინი მუშაობენ ყველა უკრაინელის დასაბრუნებლად, რომლებიც  ტყვეობაში არიან. შეთანხმების მიხედვით,  გაცვლის პროცესი მომავალ კვირას უნდა გაგრძელდეს. უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ  რუსული მხარე შეასრულებს ჰუმანიტარული ვალდებულებების თავის წილს და შეთანხმების შესაბამისად იმოქმედებს.

პატიმრებისა და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის 2 ივნისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგი იყო. ეტაპობრივი გაცვლის პირველი რაუნდი ორშაბათს, 9 ივნისს,  გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend