კატეგორიები

აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა

აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა
აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ  ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც დიდ ქალაქებში, ისე პატარა დასახლებებში.

მომიტინგეებს ანტიავტორიტარული შინაარსის ლოზუნგები ჰქონდათ. მათი მთავარი მიზანი  დემოკრატიისა და ემიგრანტთა უფლებების დაცვაა.

ვითარება დაიძაბა ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ქუჩებში, სადაც პოლიცია ცდილობდა დემონსტრანტების დაშლას აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ ბრძანებას, დაეტოვებინათ ტერიტორია.

პოლიციელებმა დემონსტრანტებს უკან დაახევინეს. აქციის მონაწილეებმა საპასუხოდ ფეიერვერკები გაუშვეს და მოუწოდებდნენ, დაეცვათ პოზიციები.

ერთი კვირის წინ ფედერალური საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ პროტესტის გამო ლოს-ანჯელესში განსაკუთრებული მობილიზება იყო.  სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად   ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

ამ დროისთვის ლოს-ანჯელესში საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი  მოქმედებს.

დაკავშირებული ამბები
„ეს როტაციის გადავადებაა“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან 4000 სამხედროს გაყვანაზე აშშ-ის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ილონ მასკის სარჩელი სემ ალტმანის წინააღმდეგ
სხვა ამბები