მთავარიმსოფლიო„მსგავსი ოპერაცია აშშ-ის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“ - თეირანი ვაშინგტონს ადანაშაულებს

„მსგავსი ოპერაცია აშშ-ის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“ – თეირანი ვაშინგტონს ადანაშაულებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა დარწმუნებულია,რომ ისრაელის საჰაერო დარტყმები აშშ-ის მწვანე შუქის გარეშე არ შედგებოდა. მეტიც, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც კი აქვს.

გასული ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა არხებით, ჩვენ მივიღეთ გზავნილები აშშ-სგან, რომ ის არ იყო ჩართული ამ თავდასხმაში. არ გვჯერა ამ მტკიცების,რადგან გაგვაჩნია სხვა მტკიცებულებები, რომლებიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. თუმცა თუ აშშ-ი გულწრფელად ამ პოზიციაზეა, ეს საჯაროდ და აშკარად უნდა გააკეთონ. კერძო გზავნილები არაა საკმარისი. მათ უნდა დაგმონ ეს თავდასხმა. ჩვენ გვაქვს ნათელი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ეხმარებიან ამერიკული ძალები სიონისტურ რეჟიმს. ამას გარდა კი გვესმის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებიც, სადაც ღიად უცხადებს მხარდაჭერას ისრაელს. ცხადია, ამერიკული აღჭურვილობის გარეშე მსგავსი ოპერაცია არ ჩაივლიდა.შესაბამისად, ჩვენი პერსპექტივიდან აშშ-ი ამ თავდასხმაში ერთ-ერთი პარტნიორია და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“–  აღნიშნავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი.

ირანის ბრალდებებს უპასუხა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ თავდასხმაში არ მონაწილეობდა. ამასთან, პოსტში მან ირანის მისამართით მუქარაც გააჟღერა, თუმცა მოლაპარაკებების შესაძლებლობაც არ გამორიცხა.

აშშ-ს არაფერი აქვს საერთო წუხელ, ირანზე განხორციელებულ თავდასხმასთან. თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა და ძლიერება ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი!!!“- წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების მე-6 რაუნდი, რომელიც 15 ივნისს იყო ჩანიშნული, ჩაიშალა. მხარეები ომანში უნდა შეხვედრილიყვნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend