მთავარიმსოფლიოისრაელი ირანის ბირთვულ პროგრამასთან ერთად, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასაც უტევს

ისრაელი ირანის ბირთვულ პროგრამასთან ერთად, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასაც უტევს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმებს განაგრძობენ. ქვეყნის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს თეირანში მდებარე რამდენიმე სამიზნეზე, მათ შორის იყო ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, “თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევების ორგანიზაციის” ის შტაბ-ბინა, რომელშიც ვიწროდ ბირთვულ პროგრამაზე მიდიოდა მუშაობა.

ისრაელის ახალი ტაქტიკის მიხედვით, დარტყმები პირველად განხორციელდა ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც. მასშტაბური ხანძარი მოჰყვა თეირანში მდებარე შაჰრანის ნავთობის საცავის დაბომბვას. თუმცა, ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ირანული მედია ამ დრომდე არაფერს წერს, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის მოსახლეობას იმ რაიონებიდან ევაკუაციისკენ მოუწოდებს, რომლებიც ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის სიახლოვეს მდებარეობს. ამის შესახებ “ცახალმა” ირანელებს სპეციალური გაფრთხილებები დაუგზავნა. მათში ვკითხულობთ :

“ყველა იმ პირმა, რომელიც იმყოფება სამხედრო საწარმოში ან მათ მიმდებარედ, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ეს რაიონები და შემდეგ გაფრთხილებამდე იქ აღარ მიბრუნდნენ. ამ ინფრასტრუქტურასთან თქვენი ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენსავე სიცოცხლეს”– აღნიშნულია ტექსტში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend