მთავარიმსოფლიოირანის სარაკეტო დარტყმებს ისრაელში 10 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის სარაკეტო დარტყმებს ისრაელში 10 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელზე განხორციელებულ ღამის დარტყმებს 10 ადამიანი ემსხვერპლა. ირანის სამიზნე თელ-ავივის სამხრეთით მდებარე ქალაქი ბათ-იამი გახდა.

მასზე თეირანის სარაკეტო თავდასხმამ ათამდე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. 7 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, ქალაქში სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თეირანის დარტყმებს ემსხვერპლა კიდევ 4 ადამიანი ქალაქ ტამრაში, ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. იყო დარტყმები დასავლეთ გალილეაზეც,სადაც ასევე არის მსხვერპლი. ბოლო მონაცემებით ისრაელზე თავდასხმას 200-მდე დაშავებული ჰყავს. მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი გამოეხმაურა.

“ვიზიარებ ოჯახების უმძიმეს მწუხარებას, რომლებმაც საშინელი დანაკარგი განიცადეს. ვლოცულობ ყველა დაშავებულის გამოჯანმრთელებისთვის და ყველა დაკარგულის პოვნისთვის. ჩვენ ერთად ვიგლოვებთ. ყველაფერს ერთად გადავლახავთ” – დაწერა სოციალურ ქსელში ისრაელის პრეზიდენტმა,  ისააკ ჰერცოგმა.

მისი თქმით ისრაელი იბრძვის საფრთხის განეიტრალებისთვის. თეირანი კი ზიზღს, ქაოსს, ტერორსა და ფანატიზმს ავრცელებს. “ეს მათი იდეოლოგიაა და მტელი მსოფლიო უნდა დადგეს ისრაელის გვერდით  კაცობრიობის სახელით”- აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend