კატეგორიები

ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა
თელ-ავივში აფეთქებების ხმა ისმის, შეინიშნება დაკვამლიანება. ისრაელის სამხედრო ძალები იტყობინებიან, რომ ირანმა მათი მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ქვეყნის თავდაცვის სისტემები რაკეტების გასანეიტრალებლად მუშაობენ. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრის ძიებისკენ მოუწოდებს.

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახური იუწყება, რომ თელ-ავივის რაიონში ხუთი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ირანმა ქვეყნის მიმართულბით ასობით რაკეტა მას შემდეგ გაუშვა, რაც ისრაელის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა თეირანის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტები დააზიანეს. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს.

დაკავშირებული ამბები
ევროკომისიამ AliExpress-ი 550 მილიონი ევროთი დააჯარიმა კუბაში ჰუმანიტარული ტვირთის ახალი ნაკადი ჩავიდა
სხვა ამბები