მთავარიევროპარუსეთიპუტიმა ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით გამართულ შეხვედრას უხელმძღვანელა

პუტიმა ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით გამართულ შეხვედრას უხელმძღვანელა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით გამართულ შეხვედრას უხელმძღვანელა.

შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის სახელმწიფო შეიარაღების გეგმა, რომელიც 2036 წლამდე პერიოდს მოიცავს.

სამხედრო სექტორის წარმომადგენლებისთვის მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ბირთვულ ტრიადას მიექცევა. მან ასევე დასძინა, რომ ის „რუსეთის სუვერენიტეტის გარანტად“ რჩება და მსოფლიოში „ძალაუფლების ბალანსის“ უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

პუტინმა არაერთხელ ახსენა ქვეყნის ე.წ. სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, რაშიც უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი იგულისხმება.

„დღეს ჩვენი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ ახალი გრძელვადიანი პროგრამა სისტემებისა და იარაღის მთელი სპექტრისთვის. უპირველეს ყოვლისა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციისა (უკრაინაში) და სხვადასხვა რეგიონული კონფლიქტის გამოცდილება ამ მიზნით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების გლობალური ტენდენციების გათვალისწინება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბირთვულ ტრიადას, რომელიც იყო და რჩება რუსეთის სუვერენიტეტის გარანტად და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში ძალთა ბალანსის უზრუნველყოფაში.

ამჟამად, თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის წილი ჩვენს სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში უკვე 95%-ია. ეს კარგი მაჩვენებელია. სინამდვილეში, ეს მსოფლიოში არსებულ ბირთვულ ძალათა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის (უკრაინაში) გამოცდილების საფუძველზე, საჰაერო და კოსმოსურ ძალებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მტრის სამიზნეების განადგურებაში. ამიტომ ჩამოყალიბებული სახელმწიფო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს სისტემური და თანმიმდევრული ზომების ერთობლიობას რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო თვითმფრინავებისა და საჰაერო იარაღის შესაქმნელად და შესაძენად.

ამავდროულად, ნებისმიერი მასშტაბისა და ინტენსივობის თანამედროვე სამხედრო ოპერაციების წარმოებისას მთავარ ძალად რჩებიან სახმელეთო ძალები. მნიშვნელოვანია, მათი საბრძოლო შესაძლებლობების უმოკლეს დროში გაზრდა, განვითარებისთვის მყარი საფუძვლის შექმნა, უმაღლესი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლებისა და მოდერნიზაციის რესურსის მქონე პერსპექტიული მოდელებისა და იარაღის სისტემების შემუშავების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend