კატეგორიები

ევროპის აუდიტორთა სასამართლო ტყის ხანძრებთან დაკავშირებით უახლეს ანგარიშს აქვეყნებს

ევროპის აუდიტორთა სასამართლო ტყის ხანძრებთან დაკავშირებით უახლეს ანგარიშს აქვეყნებს
ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ანგარიშის თანახმად, ევროპაში ტყის ხანძრებთან არაეფექტური ბრძოლის ერთ-ერთი მიზეზი  განახლებული რუკების ნაკლებობაა.

ანგარიშში გაანალიზებულია, როგორ იყენებენ ტყის ხანძრებთან გასამკლავებლად ევროკავშირის სახსრებს საბერძნეთი, ესპანეთი, პოლონეთი და პორტუგალია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ  პრევენციის კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციების მიუხედავად, გამოყენებული მონაცემები მოძველებულია.

მაგალითად,  სია, რომელშიც საბერძნეთის ის ტერიტორიებია აღნუსხული, რომლებშიც შესაძლოა, ტყის ხანძარი გაჩნდეს,   45 წელზე მეტი ხნის წინაა შედგენილი. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ხარჯების მონიტორინგი არასაკმარისია. აქვე განხილულია 2014 წლიდან ევროპის სტრუქტურული და საინვესტიციო, ასევე  აღდგენისა და მდგრადობის ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტები.

აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ევროკავშირის დაფინანსების მისაღებად შერჩეული პროექტები ყოველთვის არ მოიცავს იმ ტერიტორიებს, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. მაგალითად, პორტუგალიაში ნაწილობრივ დატბორილი ტერიტორია ტყის ხანძრებისთვის პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული, რადგან შესაბამისი რუკა მოძველებული იყო და მასში არ იყო გათვალისწინებული რამდენიმე წლის წინ აშენებული კაშხალი.

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა
სხვა ამბები