კენიელი მოფარიკავე ისააკ მბურუ ვანიოიკე ცდილობს, ახალგაზრდები კრიმინალს ჩამოაშოროს და გზაზე დააყენოს. ამისთვის კი იგი სპორტის დახვეწილ სახეობას – ფარიკაობას იყენებს.
ისააკ მბურუ ვანიოიკე კენიის მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების წევრია. მან დააფუძნა მოფარიკავეთა აკადემია Tsavora, რათა ახალგაზრდებს ასწავლოს დისციპლინა, ფარიკაობა, მისცეს პროფესია და ამით იხსნას ისინი კრიმინალური სამყაროსგან. ამ აკადემიამ უკვე 15 პროფესიონალი მოფარიკავე აღზარდა, რომლებიც კენიას საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენენ.
ავტორები: გრეგორი უორდი და ტიმოთი პანიაკო