კატეგორიები

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის მთავრობის 2 მინისტრი დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის მთავრობის 2 მინისტრი დაასანქცირა
დიდი ბრიტანეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰამიშ ფალკონერმა ლონდონში, თემთა პალატაში განაცხადა, რომ ორ ულტრამემარჯვენე ისრაელელ მინისტრს დაასანქცირებენ.

დიდ ბრიტანეთთან ერთად მინისტრებზე სანქციებს აამოქმედებს ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია და ნორვეგია.

იტამარ ბენ–გვირსა და ბეცალელ სმოტრიჩს, ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ ექსტრემისტული ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებენ.

მათ აქტივების გაყინვა და ზემოთ ხსენებულ ხუთ ქვეყანაში მოგზაურობა აეკრძალებათ.

დაკავშირებული ამბები
იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულო დაიხურა FlyDubai-ის რეისის ერთ-ერთი პილოტი გეგმავდა თვითმფრინავის შეჯახებას თელ-ავივის აეროპორტზე
სხვა ამბები