მთავარიაზიაისრაელინეთანიაჰუ ირანთან დაკავშირებით უშიშროების საკითხებზე შეხვედრას გამართავს

ნეთანიაჰუ ირანთან დაკავშირებით უშიშროების საკითხებზე შეხვედრას გამართავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას გამართავს.

როგორც ცნობილია, მანამდე  იგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა, რაც, ისრაელის მედიის ინფორმაციით, 40 წუთს გაგრძელდა.

როდესაც ტრამპს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ძალიან კარგად და შეუფერხებლად წარიმართა. თუმცა დეტალები არ გაუმხელია.

შეხვედრას დაესწრებიან თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი, სტრატეგიული საკითხების მინისტრი რონ დერმერი და „შასის“ პარტიის თავმჯდომარე არიე დერი, ასევე ულტრამემარჯვენე მინისტრები, იტამარ ბენ გვირი და ბეცალელ სმოტიჩი, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა სამინისტროებს ხელმძღვანელობენ.

ბენ გვირი და სმოტიჩი, როგორც წესი, ასეთ მაღალი დონის შეხვედრებში არ მონაწილეობენ.

თეირანი, სავარაუდოდ, შეხვედრის პარალელურად გამოეხმაურება აშშ-ის მიერ წარდგენილ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ  წინადადებას.

როგორც ამბობენ, ვაშინგტონმა ირანს შესთავაზა, ნებას დართავს ურანის გამდიდრებაზე, თუმცა შეზღუდული რაოდენობითა და დროით.

ვრცელდება ინფორმაცია,  რომ ირანის ოფიციალური პირები არ დაეთანხმებიან წინადადებას, რომელიც მათ სუვერენულ ტერიტორიაზე ნებართვებს განსაზღვრავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend