მთავარიკულტურა„მოზარდობას” აჩვენებენ საფრანგეთის სკოლებშიც

„მოზარდობას” აჩვენებენ საფრანგეთის სკოლებშიც

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სკოლებში Netflix-ის პოპულარული სერიალ „მოზარდობის“ ჩვენების გეგმა დაამტკიცეს, საფრანგეთიც მიჰყვა ამ მაგალითს. განათლების მინისტრმა, ელისაბეთ ბორნმა, გუშინ განაცხადა, რომ მინი-სერიალს საშუალო სკოლებში საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებენ.


ბორნის თქმით, „მოზარდობის“ სერიები, რომლებიც უკვე აჩვენეს ბრიტანეთის სკოლებში ხელს შეუწყობს დისკუსიას და ცნობიერების ამაღლებას, რათა „ახალგაზრდა ბიჭები არ ჩაერთონ სიძულვილისა და მიზოგინიის მორევში”.

„მოზარდობა“, რომელიც 13 მარტს გამოვიდა, მოგვითხრობს 13 წლის ბიჭის ისტორიას, რომელიც თანაკლასელი გოგონას მკვლელობისთვის დააკავეს.

ფილმი ასახავს თუ რა მძიმე გავლენა მოახდინა მოზარდზე ისეთმა ტოქსიკურმა ონლაინ მასალამ, მაგალითად, როგორიცაა: თვითგამოცხადებული მიზოგინი ინფლუენსერის ენდრიუ ტეიტის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები.

გარდა არაჩვეულებრივი ტექნიკისა, რომლითაც სერიალია გადაღებული, კრიტიკოსები მას ერთგვარად „გამოღვიძების ზარს“ უწოდებენ.


სერიალმა სულ სხვა დონეზე აიყვანა მსჯელობა ტოქსიკური მასკულინობისა და ახალგაზრდებზე ულტრაკონსერვატიული შინაარსის მასალების დამანგრეველი გავლენების შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend