მთავარიევროპაუკრაინაუკრაინამ რუსეთის კიდევ ერთ საჰაერო ბაზას შეუტია

უკრაინამ რუსეთის კიდევ ერთ საჰაერო ბაზას შეუტია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი დარტყმა მიიტანეს რუსეთის საჰაერო ბაზაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 9 ივნისის ღამე უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში მდებარე სავასლეიკას საჰაერო ბაზას.

გენერალურმა შტაბის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ ოპერაცია ჩაატარეს უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებმა.

სავასლეიკა არის სამხედრო საჰაერო ბაზა, რომელსაც რუსული არმია იყენებს უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების მისატანად. იქ ბაზირებულია გამანადგურებლები – კერძოდ, MiG-31K თვითმფრინავები, რომლებიც კინჟალის საჰაერო ბალისტიკური რაკეტების მატარებლები არიან.

წინასწარი ინფორმაციით, 9 ივნისის თავდასხმისას ორი რუსული თვითმფრინავი განადგურდა.

ბოლო დღეებია, უკრაინას მიაქვს წარმატებული შეტევები რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

ამ მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ოპერაცია “აბლაბუდა”, რომლის დროსაც დაზიანდა და განადგურდა რუსული ავიაფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend