პლატფორმა „სალამის“ მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა. საქმე ეხება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის გვარების რუსული დაბოლოებებისგან გათავისუფლების უფლებას.
პლატფორმა „სალამის“ თავმჯდომარე აიჰან ჰასანლი განმარტავს, რატომ აქვს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის ნაწილის გვარებს რუსული დაბოლოება, როგორია გვარების რუსიფიკაციასთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტები და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ წარმატებულად დასრულდეს ავთენტური გვარების დაბრუნების პროცესი.