კატეგორიები

მადრიდში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

მადრიდში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
ესპანეთის ოპოზიციურმა პარტიამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეების, რომლებიც კორუფციასა და კატალონიის სეპარატისტ პარტიებთან ამნისტიის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას აპროტესტებდნენ, მთავარი ლოზუნგი იყო „მაფია თუ დემოკრატია“.

დემონსტრაციას,  მთავრობის შეფასებით,  დაახლოებით 50,000 ადამიანი ესწრებოდა. „ხალხის პარტიის“ (PP) წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათი რაოდენობა ორჯერ  მეტი იყო.

პარტიის ლიდერმა, ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ, განაცხადა, რომ ესპანეთს „რევოლუცია“ სჭირდება.

საპროტესტო აქციამდე ესპანეთში მმართველი სოციალისტური პარტიის ყოფილმა წევრმა გაასაჯაროვა  აუდიოშეტყობინება, რომელშიც სავარაუდოდ, მეწარმეებს შესთავაზეს გარიგება, რომ პოლიციის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მიეწოდებინათ.

დაკავშირებული ამბები
საცხოვრებელთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარების მიზნით ესპანეთის მთავრობამ ახალი ზომები წარაგდინა ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი საცხოვრებლის საკითხზე განკარგულებას ათანხმებს, ქუჩებში კი საპროტესტო აქციები გრძელდება
სხვა ამბები