7 და 8 ივნისს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. სარაკეტო იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზე, ასევე ქალაქ ხარკივსა და ხერსონზე. დაღუპულია 12, ხოლო დაშავებულია 65 ადამიანი.
მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაშავებულებს შესაბამისი დახმარება მიეწოდებათ.
„ამჟამად ხარკივში რუსული ბომბების შედეგად დაშავებულ ადამიანებს დახმარებას უწევენ. ეს იყო სასტიკი დარტყმა ქალაქზე დღისით და ისინი ქალაქ ხარკივს მთელი დღის განმავლობაში ესხმოდნენ თავს. ღამით ხარკივს უპილოტო საფრენი აპარატებით ესხმოდნენ თავს, ახლა კი საჰაერო დაბომბვებიც დაემატა. დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაზარალდა, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
In the coming weeks, important meetings and negotiations will take place in Ukraine, and we are doing everything to ensure that the June summits—the G7 Summit in Canada and the NATO Summit in the Netherlands—are not hollow.
Russia only truly understands one language — the… pic.twitter.com/Ja26WEb25f
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 8, 2025
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა რუსეთის მხრიდან სტამბოლში მიღწეული შეთანხმების დარღვევაზეც. უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ კიევი ყველაფერს აკეთებს პატიმრების დასაბრუნებლად, მაგრამ რუსეთმა არ წარმოადგინა ათასზე მეტი პატიმრის სია, რომელთა გაცვლაც უნდა მოხდეს.
„სამწუხაროდ, რუსეთიდან ჯერ კიდევ არაა სია, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი იქნება წარმოდგენილი, როგორც ეს სტამბოლში შევათანხმეთ. როგორც ყოველთვის, რუსული მხარე ბინძური პოლიტიკური და საინფორმაციო თამაშის ჩატარებას ცდილობს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ კრემლმა განაცხადა, რომ მოსკოვი 1212 ჯარისკაცის ცხედრის გასაცვლელად მზადაა და დასტურს კიევისგან ელოდება.