მთავარიევროპაუკრაინარუსულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე იერიშები მიიტანეს

რუსულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე იერიშები მიიტანეს

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ პრილუკიზე რუსული დრონებით თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ერთი წლის ბავშვი, მისი დედა და ბებია. ასევე დაშავებულია 9 პირი.

ექვსმა უპილოტო საფრენმა აპარატმა გამთენიისას საცხოვრებელ რაიონზე მიიტანა იერიში.

რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლი, პრილუკის რაიონის სოფელი, უკრაინა, 5 ივნისი, 2025 წელი Copyright AP Photo/Evgeniy Maloletka

დაღუპული ბავშვი ადგილობრივი სახანძრო სამსახურის უფროსის შვილიშვილი იყო. ოლექსანდრ ლებედი გამოძახებაზე საკუთარ სახლში მივიდა.

რუსების იერიშებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, ქალაქ პრილუკიზე იერიშის შედეგად დაიღუპა იმ  უკრაინელი მაშველის ოჯახი, რომელმაც ცხოვრება სხვების გადარჩენას მიუძღვნა.  თავდასხმები იყო ხარკივზე, სუმისა და დონეცკის რეგიონებზე, ნიკოპოლზე, ზაპოროჟიისა და ხერსონის რეგიონის სოფლებზეც. უკრაინის პრეზიდენტი დასძენს, რომ ეს არის ყოველდღიური რეალობა იმისა, რისი გაკეთებაც რუსებს შეუძლიათ და სამწუხაროდ, მსოფლიო მათ ამის საშუალებას აძლევს.

აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევშიც, სადაც იერიშებისა და  საჰაერო თავდაცვის სისტემების ამოქმედების შედეგად რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, დაჭრილია სამი ადამიანი.

რუსეთის საჰაერო თავდასხმას გადარჩენილი ახალგაზრდა კაცი საკუთარ ძაღლთან ერთად, კიევი, უკრაინა, 6 ივნისი, 2025 წელი Copyright AP Photo/Evgeniy Maloletka

თავდასხმა რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.

ტრამპის ინფორმაციით, პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებლად მიიტანდა იერიშს უკრაინაზე  რუსულ აეროდრომებზე თავდასხმების საპასუხოდ.

3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად აშშ-ის ხელმძღვანელობით დიპლომატიური ძალისხმევა არ წყდებოდა, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა, შესაბამისად,  სასტიკი ომი ჯერ კიდევ გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend