კატეგორიები

„პუტინს აეროდრომებზე მომხდარ ბოლოდროინდელ იერიშებზე პასუხის გაცემა მოუწევს” – დონალდ ტრამპი

„პუტინს აეროდრომებზე მომხდარ ბოლოდროინდელ იერიშებზე პასუხის გაცემა მოუწევს” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გუშინ გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ტრამპის თქმით, კომუნიკაცია საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ლიდერებმა ისაუბრეს როგორც უკრაინის, ისე ირანის შესახებაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არ ყოფილა საუბარი, რომელიც მხარეებს დაუყოვნებლივ მშვიდობამდე მიიყვანს.

პრეზიდენტ პუტინის თქმით, უკრაინას რუსეთის აეროდრომებზე ბოლოდროინდელი თავდასხმის გამო პასუხის გაცემა მოუწევს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა სტატუსი წაშალა და რამდენიმე საათში ხელახლა გაავრცელა.

მის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის საგარეო საქმეთა მრჩეველი იური უშაკოვი და აღნიშნა, რომ ტრამპი წინასწარ არ ყოფილა ინფორმირებული აეროდრომებზე უკრაინის თავდასხმის შესახებ და მოსკოვის შეფასებების მოსმენა მისთვის სასარგებლო აღმოჩნდა.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ ნავს ცეცხლი გაუხსნა
სხვა ამბები