მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინმა უკრაინის სპეცოპერაციას „ტერაქტი“ უწოდა

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის სპეცოპერაციას „ტერაქტი“ უწოდა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციას „კიევის ძირგამომპალი რეჟიმის მიერ მოწყობილი ტერაქტები“ უწოდა.

მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტს არაფერი უთქვამს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე „აბლაბუდა“, რომლის შედეგად კიევმა რუსულ აეროდრომებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

„ბოლო დროს ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში სარკინიგზო გზების აფეთქება უეჭველად ტერორისტული აქტია. ამ დანაშაულების ჩადენის გადაწყვეტილება უკრაინაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დონეზე მიიღებოდა. ამასთან დაკავშირებით მინდა, ვთქვა: რა თქმა უნდა, ყველგან, შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას, სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოქალაქეები ზარალდებიან, თუმცა, რაც მოხდა ბრიანსკის ოლქში არის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართული თავდასხმა.

საერთაშორისო სამართლის ყველა წესით ასეთ ქმედებებს „ტერორიზმი“ ჰქვია. ყველა დანაშაული, რომელიც ჩადენილ იქნა მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ, სტამბოლში ჩვენ მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო მოლაპარაკებების წინა დღეს, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების ჩასაშლელად იყო გათვლილი. მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები მიზანმიმართულად იყო განხორციელებული და ეს მხოლოდ ამტკიცებს ჩვენს პოზიციას, რომ კიევის ისედაც არალეგიტიმური რეჟიმი ნელ-ნელა ტერორისტულ ორგანიზაციად ყალიბდება, მისი სპონსორები კი ტერორისტთა ხელშემწყობები ხდებიან…

რუსეთის დაშინების მცდელობით კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა. და, ამავე დროს, საბრძოლო ქმედებების შეჩერებას ითხოვს 30 ან 60 დღით, შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე. მაგრამ როგორ ჩავატაროთ ასეთ პირობებში მსგავსი შეხვედრები? რაზე ვისაუბროთ? საერთოდ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ტერორზე აკეთებს ფსონს, ტერორისტებთან?“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend