მთავარიაზიაღაზაევაკუაციის შესახებ ბრძანების შემდეგ პალესტინელები ქალაქ ხან-იუნისს ტოვებენ

ევაკუაციის შესახებ ბრძანების შემდეგ პალესტინელები ქალაქ ხან-იუნისს ტოვებენ

სამ ივნისს ისრაელის არმიამ ევაკუაციის შესახებ ბრძანება გასცა. პალესტინელები იძულებული გახდნენ, ხან-იუნისში სახლები და თავშესაფრები დაეტოვებინათ. მშვიდობიანი მოსახლეობა  სატვირთოებით, მანქანებით, ტრაქტორებით ან ურმებით გადაადგილდებოდა, ზოგი კი ფეხით მიდიოდა.

ზოგიერთ პალესტინელს უკვე მეთოთხმეტედ მოუწია საცხოვრებლის გამოცვლა. მათ აღარ იციან, სად წავიდნენ. დილიდან  ადგილს ეძებენ, რომ დარჩნენ ან თუნდაც, ჩამოსხდნენ მაინც.

ისრაელელებმა ჩამოყარეს ბროშურები, რომლებითაც მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ.

ერთ-ერთი იძულებით გადაადგილებული პირი ხალედ დაუდი ისრაელის ქმედებას წამებად აფასებს.

მისი თქმით,  ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა საცხოვრებელს ტოვებს. ახლა ეს ლტოლვილები ალ-მავასიში მიდიან. ყველა  ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც გამოფიტულია.  მათ აღარ დარჩათ პირადი სივრცე.  სადაც სახლდებიან, ძალიან ბევრი ხალხია. 5 კაცისთვის განკუთვნილ ადგილას 50 ადამიანია.  არ არის წყალი, არც საკვები.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც პალესტინელი მებრძოლები 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრნენ, დახოცეს 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა და გაიტაცეს 251 პირი. „ჰამასის“ ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩებიან მძევლები. ვარაუდობენ, რომ მათგან მესამედი ჯერ კიდევ ცოცხალია.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო კამპანიას 54 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, ძირითადად ქალები და ბავშვები. გაეროს სააგენტოები და დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები ზუსტია, თუმცა ისრაელი ეჭვქვეშ აყენებს. ისრაელი აცხადებს, რომ მან დახოცა დაახლოებით 20 000 მებრძოლი, თუმცა ამის მტკიცებულება არ წარუდგენია.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend